სამართლებრივი ინფორმაცია

წესები და პირობები

გთხოვთ, გაეცნოთ წესებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს LYNK-ის გადაზიდვისა და მიწოდების სერვისებით სარგებლობას

კომპანიაშპს „ლინკ ფარსელ“
საიდენტიფიკაციო კოდი402157241
მისამართითბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, დ. უზნაძის ქუჩა, N6ა
ძალაში შესვლის თარიღი1 ნოემბერი 2026

შპს „ლინკ ფარსელის“ წესები და პირობები

ერთის მხრივ, შპს „ლინკ ფარსელ“ (ს/ნ: 402157241, იურიდიული მისამართი: თბილისი, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონი, დ. უზნაძის ქუჩა, N6ა, ვებგვერდი: www.lynk.ge, ტელეფონი: (599) 710202) შემდეგში - „კომპანია“ ან „ლინკ ფარსელი“,

მეორეს მხრივ მომხმარებელი, ფიზიკური ან იურიდიული პირი (შემდეგში „მომხმარებელი“), რომელიც სარგებლობს „კომპანიის“ გადაზიდვის სერვისით, დარეგისტრირებულია კომპანიის ვებგვერდზე და მინიჭებული აქვს მომხმარებლის ნომერი (იგივე MKG),

ერთად წოდებულნი, როგორც „მხარეები”, დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას და მომხმარებელი თავის მხრივ ეთანხმება მის ყველა პირობას „კომპანიის“ საიტზე lynk.ge „გავეცანი და ვეთანხმები“ ღილაკზე დადასტურებით.

მხარეები ვთანხმდებით შემდეგზე:

01

ტერმინთა განმარტებები

1.1.აკრძალული ნივთი – საქართველოს/გამომგზავნი ქვეყნის კანონმდებლობით ან/და ავიაკომპანიის/სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალული ნივთები, რაც განმარტებულია წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლში;

1.2.ამანათი – მომხმარებლის მიერ ონლაინ მაღაზიაში შეძენილი ნივთი / გზავნილი, რომლის შიგთავსიც შეიძლება იყოს ნებისმიერი საგანი, წერილობითი კორესპონდენციის გარდა, რომელიც არ არის აკრძალული, რომლის გაგზავნა /მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, მსოფლიო საფოსტო კავშირის აქტებს, კანონმდებლობით დადგენილ წესებს.

1.3.თრექინგ კოდი – ამანათის უნიკალური კოდი, რომელიც მინიჭებული აქვს თითოეულ ამანათს მისი იდენტიფიცირებისათვის. თრექინგ კოდი ამანათს ენიჭება გამომგზავნი მაღაზიის მიერ;

1.4.მისამართი – კომპანიის ვებგვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციისას, მომხმარებლისთვის მინიჭებული საფოსტო მისამართი, რომელიც ეთითება ონლაინ მაღაზიებიდან პროდუქციის შეკვეთის შემთხვევაში, შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკა, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი, თურქეთი, Shipping address - კომპანიის უცხოეთის საწყობის მისამართი, სადაც მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის მიღება ხორციელდება;

1.5.ოთახის ნომერი – კომპანიის ვებგვერდზე მომხმარებლის რეგისტრაციისას, კომპანიის მიერ მომხმარებლისთვის მინიჭებული უნიკალური კოდი (MKG), რომლის საშუალებითაც ხდება მომხმარებლის იდენტიფიცირება კომპანიის სისტემაში;

1.6.დეკლარირება – კომპანიის სისტემაში ამანათის ასახვისას, მომხმარებლის მიერ, კომპანიის ვებგვერდზე ამანათის შესახებ ინფორმაციის (შიგთავსის, ვებგვერდის და ამანათში გადახდილი ფასის) მოკლე აღწერა;

1.7.წინასწარი დეკლარირება – კომპანიის სისტემაში ამანათის ასახვამდე, წინასწარ, მომხმარებლის მიერ კომპანიის ვებგვერდზე ამანათის შესახებ ინფორმაციის (შიგთავსის, ვებგვერდის და ამანათში გადახდილი ფასის) მოკლე აღწერა;

1.8.მიმღები – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს ამანათის მიმღებს საქართველოში;

02

ხელშეკრულების საგანი

2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს, „კომპანიის“ საწყობში, მომხმარებლის სახელზე მიღებული ტვირთის/გზავნილის საქართველოში, დანიშნულების ადგილამდე (კომპანიის მომხმარებლის მიერ მითითებულ ფილიალამდე) ტრანსპორტირების მომსახურების გაწევა, რომელსაც „კომპანია“ უზრუნველყოფს თავისი სახელით, მომხმარებლის მხრიდან შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

2.2. ამანათების ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ საქართველოს მიმართულებით. „კომპანია“ არ უზრუნველყოფს ამანათების უკან დაბრუნების მომსახურებას, მათ შორის, იმ შემთხვევებში, როდესაც მაღაზია/გამყიდველი მოითხოვს დეფექტური ან არასწორად გამოგზავნილი ნივთის დაბრუნებას, ან როდესაც მომხმარებელს სურს შეძენილი ნივთის უკან დაბრუნება.

2.3. კომპანია უზრუნველყოფს ამანათების გადაზიდვას შემდეგი ქვეყნებიდან: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, საბერძნეთი, გერმანია, ესპანეთი.

03

მომსახურების ძირითადი პირობები

3.1. კომპანიის სერვისით სარგებლობის წინაპირობას წარმოადგენს კომპანიის ვებგვერდზე www.lynk.ge რეგისტრაცია;

3.2. რეგისტრაციისას, მომხმარებელი ავსებს შემდეგ სავალდებულო ინფორმაციას:

3.3. კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციის, აუცილებელ პირობას წარმოადგენს, მომხმარებლის მიერ წინამდებარე „წესებისა და პირობების” გაცნობა და დადასტურება. ღილაკის „გავეცანი და ვეთანხმები“ მონიშვნით, მომხმარებელი ადასტურებს „წესებისა და პირობების“ სრულად გაცნობას და თანხმობას. წინამდებარე ხელშეკრულებაზე დათანხმებით, მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის მიერ შეთავაზებული სერვისების, სერვისების საფასურის, დამატების, მიწოდების ვადების, სიახლეების და სხვა პირობების შესახებ წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;

3.4. ვერიფიკაციის და რეგისტრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, წინამდებარე ხელშეკრულება დადებულად ითვლება კომპანიასა და მომხმარებელს შორის. მომხმარებელს ენიჭება ოთახის ნომერი, რომელიც უნიკალურია და დაუშვებელია მისი გადაცემა მესამე პირთათვის;

3.5. ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას, მომხმარებელი უთითებს კომპანიის სასურველი ფილიალის მისამართს. ფილიალის მისამართის ცვლილება დასაშვებია ამანათის ჩამოსვლამდე. ამანათებზე ფილიალის ცვლილება შეუძლებელია ჩამოსვლის შემდეგ;

3.6. კომპანიის სამუშაო დღე – ყველა დღე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეებისა.

3.7. კომპანიის სამუშაო საათები - კვირის ყოველი დღე, 12:00 საათიდან 20:00 საათამდე, გარდა და საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული უქმე დღეებისა.

04
მნიშვნელოვანი

აკრძალული ნივთები

4.1. აკრძალულია ამანათში იმ საგნების/ნივთის მოთავსება, რომელთა გაგზავნაც აკრძალულია საქართველოს, გამომგზავნი, ტრანზიტული და/ან ადრესატი ქვეყნის კანონმდებლობით, ან საერთაშორისო ნორმებით. ასევე, დაუშვებელია ისეთი ნივთების ტრანსპორტირება, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ.

4.2. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრძალვებისა და შეზღუდვების შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეტ სსიპ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდს: https://www.rs.ge/OnlineOrders?cat=3&tab=1;

05

საზღვარგარეთის ოფისში ამანათის მიღების პირობები

5.1. კომპანიის მისამართზე მისულად ითვლება მხოლოდ ის ამანათი, რომელსაც „კომპანიის“ მხრიდან მინიჭებული აქვს მიტანის „საწყობშია“ სტატუსი და დადასტურებული იქნება შესაბამისი დოკუმენტით. დოკუმენტზე აღნიშნული უნდა იყოს უფლებამოსილი პირების ხელმოწერა, ფურცელზე ან ელექტრონულ მოწყობილობაზე. ელექტრონული მოწყობილობის კლავიატურაზე, სიმბოლოების სახით აკრეფილი ხელმოწერა არ ჩაითვლება დამადასტურებლად. ჩაბარების დოკუმენტის გამოთხოვნა მომხმარებელს შეუძლია მოითხოვოს გამომგზავნისგან. გამომგზავნი კი თავის მხრივ, მოითხოვს დოკუმენტს ადგილობრივი საფოსტო კომპანიებიდან (ups, usps, fedex და ა.შ.).

5.2. კომპანია პასუხს არ აგებს არასამუშაო საათებში მიტანილ ამანათებზე. სამუშაო საათების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია www.lynk.ge

5.3. იმ შემთხვევაში, თუ ამანათს არ აქვს დართული სწორი მონაცემები მომხმარებლის/მაღაზიის მიერ, არ ემთხვევა, ან აკლია ოთახის ნომერი, სახელი და გვარი, შეცდომით არის მოწოდებული თრექინგ კოდი, კომპანია პასუხს არ აგებს დროულად მიწოდებასა და მომხმარებლისთვის გადაცემაზე. პროცედურა გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით, ამანათის სრულ იდენტიფიკაციამდე, რაც ხორციელდება ინვოისისა და ამანათის შიგთავსის შეჯერების საფუძველზე;

5.4. მომხმარებლის მითითების საფუძველზე, კომპანია არ უზრუნველყოფს ამანათების შეყოვნებას ან დატოვებას რომელიმე ქვეყნის საწყობში.

5.5. კომპანია არ ამოწმებს საწყობში მიტანილი ტვირთის შიგთავსის მდგომარეობას.

5.6. თუ ტრანსპორტირებისას ტვირთს სჭირდება სპეციალური პირობები, ან მაღალია ნივთის ტრანსპორტირებისას დაზიანების რისკი, ან შეიცავს სახიფათო ტვირთს, მომხმარებელი ვალდებულია, შეათანხმოს პირობები გადამზიდველთან.

06

ამანათის დეკლარირება ვებგვერდზე

6.1. მომხმარებელი ვალდებულია, შეავსოს მის მიერ შეძენილი და კომპანიის პროგრამაში ასახული ამანათის შესახებ ინფორმაცია, სადაც მიეთითება მაღაზიის დასახელება, შიგთავსის დასახელება, ღირებულება და ვალუტა. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ექვემდებარება განბაჟებას, დეკლარირებისას სავალდებულოა ინვოისის ატვირთვა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ნივთის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი - ინვოისი. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიის პროგრამაში ასახვამდე ისარგებლოს „წინასწარი დეკლარირების“ შესაძლებლობით და წინასწარ შეავსოს მის მიერ შეძენილი ამანათის შესახებ ინფორმაცია;

6.2. საწყობში მიტანის შემდეგ ამანათი აისახება მომხმარებლის პირად კაბინეტში და მომხმარებელი იღებს SMS-შეტყობინებას. მომხმარებელმა კომპანიის ვებგვერდზე დეკლარაცია უნდა შეავსოს ამანათის გამოგზავნიდან 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში. დეკლარაციაში მითითებული თანხა უნდა შეესაბამებოდეს ამანათის რეალურ ღირებულებას. მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს მითითებული ინფორმაციის სისწორეზე. ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემდეგ შევსებული დეკლარაციის შეცვლა შეუძლებელია. დეკლარაციის შესაცვლელად ან გასაუქმებლად მომხმარებელმა უნდა დაუკავშირდეს კომპანიას.

6.3. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ შეავსებს გზავნილის დეკლარაციას, საბაჟო ორგანოს მიერ შესაძლოა ამოქმედდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობები. ინფორმაცია აღნიშნული პასუხისმგებლობებისა და სანქციების შესახებ წარმოდგენილია საქართველოს საბაჟო კოდექსში (იხ.ბმული: https://matsne.gov.ge/document/view/4598501?publication=10), საქართველოს საგადასახადო კოდექსში (იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/document/view/1043717?publication=244 ) და საქართველოს ფინანსთა მინისტრის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე 2019 წლის 29 აგვისტოს №257-ე ბრძანებასა და მის დანართებში (იხ. ბმული: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4644552?publication=0).

07

ამანათის ჩამოტანის პროცედურები

7.1. კომპანიის მიერ, ამანათების გადაზიდვა საჰაერო და სახმელეთო საშუალებით ხორციელდება რეგულარულად. რეისების განრიგი და ვადები წარმოდგენილია კომპანიის ვებგვერდზე. აღნიშნული ვადები არის საორიენტაციო და შესაძლოა იყოს ცვალებადი, რასაც განაპირობებს წლის შესაბამისი ფასდაკლებების პერიოდი, რეისების გადადება უამინდობის გამო, ტექნიკური ხარვეზი, სხვა ბუნებრივი მოვლენები, ავიარეისების გადატვირთვა და სხვა. კომპანიის უცხოური მისამართებიდან ამანათები იგზავნება ვებ-გვერდზე მითითებული განრიგის შესაბამისად. განრიგის ცვლილებასთან დაკავშირებით მომხმარებელს ინფორმაცია მიეწოდება ვებგვერდის საშუალებით. შესაბამისად, მომხმარებელი ვალდებულია, ნივთის შეძენამდე და კომპანიის სერვისით სარგებლობამდე, დეტალურად გაეცნოს რეისების განრიგის და ჩამოტანის ვადების შესახებ ინფორმაციას;

7.2. ამანათის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მასზე ხორციელდება სატერმინალო და საბაჟო პროცედურები. აღნიშნული პროცედურების განხორციელება დამოკიდებულია საბაჟო ტერმინალსა და საბაჟო ორგანოზე. შესაბამისად, აღნიშნული პროცედურების ხანგრძლივობაზე კომპანია არ არის პასუხისმგებელი.

08

გზავნილის მომხმარებლისთვის ჩაბარება

8.1. მომხმარებელს ამანათის მიღება შეუძლია სხვადასხვა საშუალებით. მიწოდების სახეობა მომხმარებელმა უნდა აირჩიოს დეკლარაციის შევსების დროს, ვებ-გვერდიდან. მომხმარებელი უფლებამოსილია, ამანათი:

8.1.1. გაიტანოს კომპანიის მის მიერ შერჩეული ფილიალიდან, MKG ნომრის მითითებით.

8.1.2. მომხმარებელი უფლებამოსილია, კომპანიის ფილიალიდან ამანათი მიიღოს თვითმომსახურების ტერმინალის (ბოქსის) საშუალებით.

8.2.1. ისარგებლოს საკურიერო მომსახურებით თბილისის და რეგიონის მასშტაბით;

8.2.2. საკურიერო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ტრანსპორტირების მომსახურების, დამატებით საკურიერო ღირებულების ჩარიცხვა.

8.2.3. საკურიერო/საფოსტო მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია წინასწარ ტრანსპორტირების მომსახურების, დამატებით საკურიერო/საფოსტო მომსახურების ღირებულების, წინამდებარე ხელშეკრულების მე-11 მუხლით განსაზღვრული პირობით სარგებლობის შემთხვევაში, ასევე მითითებული ღირებულების ჩარიცხვა. ამანათები, რომლის ღირებულებაც გადახდილი იქნება კომპანიის სამუშაო დღის 17:00 სთ-მდე, გადაეცემა საკურიერო კომპანიას იმავე საღამოს. ამანათის მომხმარებელთან მიტანის ვადა შეადგენს საკურიერო კომპანიისთვის გადაცემიდან 2 სამუშაო დღეს.

8.2.4. კურიერს ამანათი მიაქვს მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ მისამართზე.

8.2.5. მომხმარებელმა აუცილებლად უნდა მიუთითოს ერთი მისამართი.

8.2.6. მისამართზე მისვლამდე, კურიერი უკავშირდება მომხმარებელს მის მიერ პირად გვერდზე დაფიქსირებულ მობილურის ნომერზე. თუ დაკავშირება 10 წუთის განმავლობაში ვერ მოხდა მომხმარებლის ან საკომუნიკაციო კომპანიის მიზეზით, ამანათის მიწოდება ხდება მეორე დღეს.

8.2.7. თუ მომხმარებელი 2 დღის განმავლობაში არ იმყოფება მის მიერ მითითებულ მისამართზე და/ან არ პასუხობს ტელეფონს, კურიერი აბრუნებს ამანათს ოფისში, მომხმარებელი კი ვალდებულია თვითონ უზრუნველყოს ამანათის გატანა ან განმეორებით გადაიხადოს საკურიერო მომსახურების საფასური.

8.3. საკურიერო მომსახურების ტარიფი შეადგენს:

საკურიერო მომსახურებით სარგებლობისას კურიერს ამანათი მიაქვს შენობასთან. მის ვალდებულებაში არ შედის ამანათის სართულზე ატანა;

8.4. საფოსტო სერვისი

8.4.1. საფოსტო სერვისი რეგიონებში ხორციელდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. რეგიონული საფოსტო მომსახურება სრულდება ამანათების მართვის გვერდიდან მომხმარებლის მოთხოვნით.

8.4.2. „საქართველოს ფოსტის“ ფილიალში ამანათის მისაღებად, საჭიროა მომხმარებელმა (რომლის სახელი, გვარი ან/და სახელწოდება აწერია უშუალოდ ამანათს) თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა / პასპორტი.

8.5. საქართველოს მასშტაბით „საქართველოს ფოსტით“ მომსახურების ტარიფი შეადგენს:

გაბარიტული ამანათის შემთხვევაში საკურიერო და საფოსტო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება მომხმარებელთან შეთანხმებით;

განსაბაჟებელი ამანათების საკურიერო ან საფოსტო სერვისი ხორციელდება საბაჟო პროცედურების დასრულების შემდგომ.

8.6. ამანათის მიღებისას მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს ამანათი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით.

09

ამანათის განბაჟება

9.1. ტვირთის განბაჟებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი, ხოლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს კომპანია;

9.2. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, განბაჟებას ექვემდებარება: ამანათები, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს ან აღემატება 300 ლარს, ამანათი, რომლის წონა შეადგენს ან აჭარბებს 30 კილოგრამს, ერთგვაროვანი საქონელი, ან არის განკუთვნილი კომერციული საქმიანობისთვის;

9.3. განსაბაჟებელ ონლაინ ამანათზე საბაჟო დეკლარაცია უნდა დასრულდეს ამანათის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

9.4. განსაბაჟებელი ამანათების დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს კომპანიის უფლებამოსილი პირი-დეკლარანტი.

9.5. მზა საბაჟო დეკლარაცია მომხმარებელს გადაეცემა კუთვნილ ამანათთან ერთად. ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის დაბეჭდვიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, ნებისმიერი ბანკის მეშვეობით;

9.6. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია იმ საქონლის ჩამონათვალი, რომელიც განთავისუფლებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით (იხ.ბმული: https://matsne.gov.ge/document/view/1043717?publication=244) გათვალისწინებული გადასახდელებისგან.

9.7. ამანათის განბაჟება და სხვა საბაჟო პროცედურები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საბაჟო სამსახურების მიერ ამანათის გაჩერების ან/და მომხმარებლის მიერ ინფორმაციის წარუდგენლობის ან სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამანათის სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის, მომხმარებლისთვის სანქციების დაკისრების შემთხვევაში, მომხმარებელი ვერ წარუდგენს პრეტენზიას კომპანიას, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების და დაწესებული სანქციების შესახებ. მომხმარებელი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს კანონმდებობით დადგენილი რეგულაციები. კომპანიას უფლება აქვს, მიაწოდოს მომხმარებელს სათანადო ინფორმაცია საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნული არ წარმოადგენს კომპანიის ვალდებულებას;

9.8. ამანათის განბაჟებისას, მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს დამატებული ღირებულების გადასახადი, რაც შეადგენს პროდუქციის ღირებულების და ტრანსპორტირების ჯამის 18%-ს. აგრეთვე, განსაბაჟებელ ამანათს ერიცხება შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასური: 20 ლარი - 300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე; 100 ლარი - 3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე; 300 ლარი - 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე. შემოსავლების სამსახურის მომსახურების საფასურის გადახდა წარმოადგენს დეკლარაციის დაბეჭდვის წინაპირობას. აღნიშნული გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, კომპანია მოკლებულია მომხმარებლისთვის დეკლარაციის შევსების შესაძლებლობას.

9.9. ტრანსპორტირების თანხის გადახდა სავალდებულოა იმ შემთხვევაშიც, თუკი მომხმარებელი ვერ წარადგენს განბაჟებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და ამანათების გადაცემა მოხდება სახელმწიფოზე.

9.10. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის გადახდა დააკისროს მომხმარებელს.

9.11. ამანათები, რომელთა იდენტიფიცირებას (ოთახის ნომრის ან თრექინგ კოდის ან სახელის / გვარის გარეშე/არასწორი სახელით და გვარით) საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას ვერ მოხდენს კომპანია, დაექვემდებარება სახელმწიფოსათვის გადაცემას, თანახმად საბაჟო კანონმდებლობისა.

9.12. არაიდენტიფიცირებად ამანათებზე პრეტენზიები არ მიიღება და პასუხისმგებლობა არ დაეკისრება კომპანიას. ამასთანავე, ტრანსპორტირების თანხის გადახდაზე კომპანიის მოთხოვნის უფლება ანულირებულად ჩაითვლება. მაგალითისათვის: თუკი საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოვიდა ამანათი, რომელსაც არ გააჩნია ექაუნთის ან თრექინგ ნომერი (თუნდაც იკითხებოდეს შემკვეთის სხვა მონაცემები) ამანათი ჩაითვლება არაიდენტიფიცირებულად და გადაეცემა სახელმწიფოს 3 (სამი) დღის ვადის გასვლის შემდეგ.

9.13. თუკი საბაჟო საზღვარზე შემოსვლიდან მომხმარებელი 3 კალენდარული დღის განმავლობაში დააზუსტებს თრექინგ კოდს და ექაუნთის ნომერს ამანათების მართვის გვერდზე ან აპლიკაციაში, ამანათს მიენიჭება იდენტიფიცირებულის სტატუსი.

10

მომსახურების საფასური და ანგარიშსწორების წესი

10.1. ტრანსპორტირების ღირებულების (სხვა დამატებითი მომსახურებების) გადახდა მომხმარებლის მიერ უნდა განხორციელდეს ამანათის შპს „ლინკ ფარსელის“ მომხმარებლის მიერ მითითებულ ფილიალში ჩამოსვლის შემდეგ, ამანათის მისთვის ჩაბარებამდე.

10.2. მომხმარებელი ვალდებულია, თანხის გადახდა და ამანათის გატანა უზრუნველყოს არა უგვიანეს ამანათის ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღისა. კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება მხოლოდ www.lynk.ge -ზე მითითებული გადახდის მეთოდებით;

10.3. კომპანიის სტანდარტული ტარიფები 1 კგ-ზე ქვეყნების მიხედვით შემდეგია: ამერიკა -9.3 USD, დიდი ბრიტანეთი -7.5 £ , საბერძნეთი -3.5 EUR, ჩინეთი (საჰაერო) – 11 USD, ჩინეთი (სახმელეთო) –4.5 USD , ესპანეთი - 6 EUR, გერმანია - 8 EUR, თურქეთი - 3.5 USD

10.4. ტრანსპორტირების ღირებულება გამოითვლება ამანათის მომხმარებლის პირად ოთახში ასახვის დღეს კომერციული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტის შესყიდვის კურსით ლარში;

10.5. მომხმარებელი უფლებამოსილია, გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება გადახდის შემდეგი მეთოდებით:

10.6. მომხმარებლის ანგარიშზე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, ცალკეული ამანათის გაცემა არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვამდე.

10.7. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ტრანსპორტირების ღირებულება, რის თაობაზეც ინფორმაცია ეცნობებათ მომხმარებლებს, რეგისტრირებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე ან მობილურის ნომერზე;

10.8. მომხმარებელი ვალდებულია, ამანათის ფილიალში ჩამოსვლის შესახებ შეტყობინების მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და გაიტანოს ამანათი კომპანიის ფილიალიდან. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილია მომხმარებელს დააკისროს ჯარიმა, რაც განისაზღვრება ყოველ გადაცილებულ კვირაზე 5 ლარის ოდენობით. აღნიშნული ჯარიმის დარიცხვა გაგრძელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, კომპანია უფლებამოსილია ამანათი განკარგოს მისი შეხედულებისამებრ.

11

კომპენსაციის (დაზღვევა) პირობა

11.1. მომხმარებელს უფლება აქვს, ამანათის დეკლარირებისას, აირჩიოს კომპენსაციის (დაზღვევის) პირობა, რომლის ფარგლებშიც, კომპანია აიღებს ვალდებულებას, ამ მუხლის შესაბამისი წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, აუნაზღაუროს მომხმარებელს ამანათის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზიანი;

11.2. დამატებითი კომპენსაციის პირობის არჩევა ხდება კომპანიის ვებგვერდზე, შესაბამისი ფუნქციის მონიშვნის გზით, თითოეული ამანათისთვის ინდივიდუალურად;

11.3. დამატებითი კომპენსაციის პირობის ჩართვის საფასური შეადგენს ამანათის მიერ დეკლარირებული ღირებულების 10%-ს და გადაიხდება ტრანსპორტირების საფასურთან ერთად. აღნიშნული საფასურის ოდენობა და მომსახურების ძირითადი პირობები მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს შეკვეთის გაფორმებამდე.

11.4. დამატებითი კომპენსაციის პირობა ვრცელდება იმ ამანათზე, რომლის მიმართაც მომხმარებელმა სათანადო წესით აირჩია აღნიშნული პირობა და გადაიხადა შესაბამისი საფასური.

11.5. ზარალის ანაზღაურება მოხდება ამანათის დაკარგვის ან მისი შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში.

11.6. დაზიანებული ამანათის ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ კომპანიის ოფისში ამანათი მიიტანეს უვნებელი, ხოლო საქართველოში გაცემის დროს დაფიქსირდება მისი დაზიანება.

11.7. დაკარგული ამანათის ზარალის ანაზღაურება ხდება მხოლოდ იმ შემთვევაში, თუ საზღვარგარეთ კომპანიის ოფისში ამანათი მიიტანეს, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით და კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით.

11.8. ამანათის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში კომპანია განიხილავს მომხმარებლის მოთხოვნას და, ამ მუხლით განსაზღვრული პირობებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაზღვრავს კომპენსაციის გაცემის საფუძველსა და ოდენობას.

11.9. ამანათის შიგთავსის დაზიანების შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია დაზიანების ხასიათისა და მოცულობის შესახებ.

11.10. კომპანიის მიერ მოთხოვნის განხილვისას გათვალისწინებული იქნება ამანათის მიღების, შენახვის, ტრანსპორტირებისა და მომხმარებლისთვის გადაცემის შესახებ არსებული ინფორმაცია და სხვა შესაბამისი მტკიცებულებები.

11.10.1. კომპანია პასუხს არ აგებს არასათანადო შეფუთვის მიზეზით ნივთის დაზიანებისთვის.

11.10.2. ნივთის ტრანსპორტირების შესაძლებლობა, რომელიც საჭიროებს ტრანსპორტირებისთვის შესაბამის სპეციალურ პირობებს, უნდა შეთანხმდეს კომპანიასთან. შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ნივთის შენახვის/ტრანსპორტირების პირობების დარღვევით წარმოშობილ ზიანზე კომპანია პასუხს არ აგებს;

11.10.3. კომპანიის ბრალის დადგენის შემთხვევაში, ტვირთის დაკარგვის ან/და დაზიანებისას კომპანია აუნაზღაურებს მომხმარებელს დამდგარ ზიანს. ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება პროდუქციის ღირებულებით, რაც პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტშია მითითებული. მომხმარებელი ვალდებულია, ამანათის დეკლარირებისას მიუთითოს ის ღირებულება, რაც მითითებულია მის მიერ წარმოდგენილ ინვოისში. კომპანიის ბრალის გამორიცხვის შემთხვევაში, მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების ღირებულება. კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება დადასტურებული ზიანის ფარგლებში, არაუმეტეს მომხმარებლის მიერ დეკლარირებული და სათანადო დოკუმენტებით დადასტურებული ამანათის ღირებულებისა.

12

მხარეთა პასუხისმგებლობა

12.1. კომპანიის პასუხისმგებელობები:

12.1.1. ნივთები, რომელთა გადაზიდვა აკრძალულია ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ ან საფრთხისშემცველია და ამის შესახებ არ იცის კომპანიამ, შეიძლება გადმოიტვირთოს ან/და განადგურდეს კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურების მოვალეობის დაუკისრებლად, ხოლო ასეთი ნივთის ტრანსპორტირებისას გამოწვეული ზიანისთვის პასუხისმგებელია მომხმარებელი;

12.1.2. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გაგზავნის ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალულ პროდუქციას, კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ტვირთის გამომგზავნ-მაღაზიასთან ტვირთის დაბრუნებაზე ან საბაჟოს მხრიდან პროდუქციის კონფისკაციაზე;

12.1.3. ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის მიერ აკრძალული, ან წინასწარ შესათანხმებელი პროდუქტის ტრანსპორტირებისას, ნივთის დაკარგვასა ან დაზიანებაზე კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს;

12.1.4. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას ამანათზე, თუ ამანათზე დატანილია არასწორი ან არასრული მონაცემები. მომხმარებლის მხრიდან მისამართის ცვლილება დაუშვებელია და ის უნდა ჩაიწეროს ზუსტად ისე, როგორც მოცემულია კომპანიის ვებგვერდზე;

12.1.5. თუ, ამანათს არ აქვს დართული სწორი პარამეტრები მომხმარებლის/მაღაზიის მიერ, არ ემთხვევა ან აკლია ოთახის ნომერი, სახელი და გვარი, შეცდომით არის მოწოდებული თრექინგ კოდი - კომპანია პასუხს არ აგებს ასეთი ამანათის დროულად მიწოდებასა და მომხმარებლისთვის გადაცემაზე. პროცედურა გახანგრძლივდება გაურკვეველი ვადით პროდუქციის სრულ იდენტიფიკაციამდე, რაც ხორციელდება ინვოისისა და ამანათის შემადგენლობის საფუძველზე;

12.1.6. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ამანათებზე, რომელთა უცხოეთის ოფისში მიტანა არ განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას გაურკვეველ/დაუზუსტებელ მისამართზე მიტანილ ამანათზე, ასევე იმ ამანათებზე, რომლის ჩაბარებაზე ფიქსირდება უცხო პირის ხელმოწერა. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას დაუზუსტებელ მისამართზე, მეილბოქსში ან რომელიმე სხვა წერტილში დატოვებულ ამანათებზე, ქუჩაში მიტანილ ამანათებზე;

12.1.7. კომპანია არ აგებს პასუხს საბაჟო ორგანოების მიერ მიღებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მათ მიერ იქნება მიღებული საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული ამანათების მიმართ;

12.1.8. კომპანია პასუხს არ აგებს თუ ტვირთის დაკავება, კონფისკაცია, დაყადაღება, მოხდება საბაჟო სამსახურების ან/და ნებისმიერი სახელმწიფო სამსახურების მიერ ტვირთის შემცველობის ან/და მომხმარებლის მიერ არასწორად დეკლარირებული დოკუმენტების, განბაჟების საფასურის გადაუხდელობის გამო. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლისათვის მიყენებული ზიანისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეულია მომხმარებლის მხრიდან არასწორი, არასრული, ან სხვა არასარწმუნო ინფორმაციის მიწოდების შედეგად;

12.1.9. იმ შემთხვევაში, თუ საბაჟო სამსახური ან ფინანსთა სამინისტრო დააკისრებს საჯარიმო სანქციას კომპანიას, მომხმარებლის მიერ მომსახურების პირობების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო (მაგ.: პროდუქციის არასრული ან არაზუსტი დეკლარირება), კომპანია უფლებას იტოვებს აღნიშნული ჯარიმის ანაზღაურება დააკისროს მომხმარებელს;

12.1.10. დაუძლეველი ძალით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება;

12.1.11. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს შეცდომით გამოგზავნილ შიგთავსზე, რაც გულისხმობს გამყიდველის მიერ გამოგზავნილ ამანათს არასწორი ფერით, ზომით, რაოდენობით, მოცულობით, სახეობით და სხვ.;

12.1.12. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს რეისების დაგვიანებაზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული ავიაკომპანიის ან სატრანსპორტო კომპანიის ბრალეულობით ან უამინდობის, ტექნიკური ხარვეზის (თვითმფრინავის გაუმართაობა), ბუნებრივი მოვლენების ან დღესასწაულებთან დაკავშირებული გადატვირთვების გამო;

12.1.13. კომპანიის პასუხისმგებლობა გამოირიცხება, თუ ამანათი გარეგნულად აღმოჩნდება დაზიანებული, თუმცა ამანათის შიგთავსის დაზიანება არ იქნება გამოწვეული აღნიშნული დაზიანების შედეგად.

12.1.14. კომპანია არ ანაზღაურებს ამანათის შიგთავსის დაზიანებისას გამოწვეულ ზარალს, თუ არ შეინიშნება ამანათის გარეგნული დაზიანება.

12.1.15. ანაზღაურება წარმოებს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

12.2. მომხმარებლის პასუხისმგებელობები:

12.2.1. მომხმარებელი ვალდებულია დროულად მიაწოდოს კომპანიას შესაბამისი ცნობები ტვირთის შესახებ, აგრეთვე მისცეს ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია გადაზიდვის დოკუმენტების გასაფორმებლად, მიაწოდოს აუცილებელი დოკუმენტები/ინფორმაცია საბაჟო და სხვა მოქმედებათა შესასრულებლად.

12.2.2. სრულად და ჯეროვნად უზრუნველყოს მომხსახურების ღირებულების ანაზღაურება

12.2.3. ამანათის მიღებისას, მომხმარებელი ვალდებულია, გადაამოწმოს ამანათი კომპანიის წარმომადგენლის თანდასწრებით.

12.2.4. ოპერატორის/კურიერის თანდასწრებით შემოწმებისას თუ დაფიქსირდება ნივთის დაზიანების ფაქტი და არ დგინდება ნივთის დაზიანება ტრანსპორტირებისას, მომხმარებელი განცხადებით ადასტურებს, რომ კომპანიასთან პრეტენზია არ გააჩნია და ხდება ნივთის გაცემა. ხოლო დავის შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, ნივთი შეინახოს თავის საწყობში დავის გადაწყვეტამდე;

12.2.5. კურიერისაგან ან ოფისში ამანათის მიღებამდე გადაამოწმოს ამანათის შიგთავსი. ამანათის ჩაბარების შემდეგ პროდუქციის დაზიანების შესახებ პრეტენზიები აღარ განიხილება და „კომპანია“ არ აიღებს პასუხისმგებლობას ამანათში არსებული პროდუქციის შესაძლო დაზიანებაზე ან დანაკლისზე.

12.2.6. მომხმარებელი პასუხისმგებელია მის მიერ მოწოდებული პირადი, საკონტაქტო, ტვირთის შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე. კომპანია არ აგებს პასუხს მომხმარებლის მიერ არასწორად მოწოდებული ინფორმაციით გამოწვეულ ზიანზე;

12.2.7. მომხმარებლის მიერ ამანათის მიღებაზე უარის თქმა, გარკვეული გარემოებების (კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო) ან მომხმარებლის სურვილით ნივთის სახელმწიფოსთვის გადაცემა არ ათავისუფლებს მომხმარებელს ტრანსპორტირების ღირებულების გადახდისგან;

12.2.8. მომხმარებელი ვალდებულია არ გაავრცელოს ცრუ, ზიანის მომტანი ინფორმაცია;

12.2.9. მომხმარებელი პასუხისმგებელია მისი ოთახის ნომრით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მესამე პირს აქვს წვდომა მომხმარებლის ოთახის ნომერზე, ივარაუდება, რომ ის მოქმედებს სათანადო უფლებამოსილების ფარგლებში, ხოლო მის ქმედებაზე პასუხისმგებლობა დაეკისრება მომხმარებელს;

12.2.10. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი მიიღებს სხვა მომხმარებლის კუთვნილ ამანათს შეცდომით, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ, პირველივე შესაძლებლობისთანავე დაუბრუნოს აღნიშნული ამანათი სრული შიგთავსით კომპანიას;

12.2.11. იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ამანათის შიგთავსის ან მისი ნაწილობრივი დაზიანება (შუშის, ეკრანის და ა.შ. გატეხვა, გაბზარვა....) და ამავე დროს გარეგნულად ამანათი დაზიანებული არ არის, მომხმარებელი ვალდებულია, მაინც გადაიხადოს ტრანსპორტირების ღირებულება და ჩაიბაროს აღნიშნული ამანათი, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია იტოვებს უფლებას, დაუყოვნებლივ შეუწყვიტოს აღნიშნულ მომხმარებელს მომსახურება, მისი შემდგომი განუახლებლობის პირობით.

12.2.12. გაითვალისწინოს ის აკრძალვები და შეზღუდვები გზავნილის შიგთავსის მიმართ, რომელიც არსებობს საქართველოში იმპორტისას.

13

რეკლამაცია და ზიანის ანაზღაურების წესი

13.1. რეკლამაციის წარდგენა ხდება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: მომხმარებლის მიერ მისაღები ამანათის მოძიების თაობაზე; ზიანის ანაზღაურების შესახებ - ამანათის დაკარგვის, მისი შიგთავსის მთლიანი ან ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევებში.

13.2. რეკლამაციის წარდგენის უფლებამოსილება აქვს ამანათის მიმღებს პირს ან/და ამანათის მიმღების მინდობილ პირს;

13.3. რეკლამაციის განხილვის ვადა განისაზღვრება ამანათზე მომხმარებლის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვემდე პერიოდით, საკითხის სირთულის შესაბამისად;

13.4. მომხმარებელი უფლებამოსილია, ხელმოწერილი განცხადება წარადგინოს კომპანიის ფილიალებში ან გაგზავნოს განცხადება ელექტრონულად შემდეგ მისამართზე [email protected] განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ამანათის თრექინგ ნომერი; ამანათის ინვოისი (აუცილებელია ერთ გვერდზე ფიქსირდებოდეს: მომხმარებლის სახელი და გვარი, ოთახის ნომერი და ამანათის თრექინგ ნომერი), შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, ე.წ "proof of delivery” დოკუმეტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კომპანიის ოფისის მისამართი შესაბამისი ქვეყნის გათვალისწინებით და ფიქსირდებოდეს კომპანიის უფლებამოსილი პირების ხელმოწერა;

13.5. კომპანიის ბრალეულობის დადგენის შემთხვევაში, კომპანია მომხმარებელს უგზავნის განცხადების ფორმას, რომელშიც მომხმარებელმა უნდა მიუთითოს საბანკო ანგარიშის ნომერი. ზიანის ანაზღაურება განხორციელდება მომხმარებლის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) თვის ვადაში. ანაზღაურება წარმოებს ლარში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, უნაღდო ანგარიშსწორების სახით, მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.

14

ხელშეკრულების მოქმედების ვადა და ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები

14.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის კომპანიის ვებგვერდზე რეგისტრაციისთანავე. მომხმარებელი ხელშეკრულებაზე თანხმობას ადასტურებს რეგისტრაციისას „ვეთანხმები“ ღილაკის მონიშვნით. ხელშეკრულება ძალაშია მომხმარებლის რეგისტრაციის გაუქმებამდე;

14.2. კომპანია იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, სრულად ან ნაწილობრივ შეცვალოს/განაახლოს წინამდებარე „წესები და პირობები“, რის შესახებაც მომხმარებლებს ეცნობებათ წინასწარ, 14 (თოთხმეტი) დღით ადრე. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შეცვლილ პირობებს, იგი უფლებამოსილია უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, კომპანია წყვეტს მომხმარებლისთვის სერვისის მიწოდებას;

14.3. კომპანიის ან კომპანიაში დასაქმებული პირების მიმართ გამოხატული აგრესიული სახის ქმედება, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელება, ამანათების/ტვირთის არაკეთილსინდისიერი გზებით მოპოვება, ფილიალის ფუნქციონირების შეფერხება ან შეფერხების მუქარა, რომელიც მიზანმიმართულად აზიანებს კომპანიის იმიჯს და მოქმედებს კომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ, შესაძლებელია გახდეს მომხმარებლისთვის მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნულის შესახებ მომხმარებელს ეცნობება ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ასევე, აღნიშნული პირი ვეღარ შეძლებს მინდობილი პირის სტატუსით სარგებლობას და ვერ მიიღებს მესამე პირების ამანათებს ვერც ერთი შესაძლო მეთოდით.

15

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები

15.1. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციისას, ასევე შემდგომ წარმოდგენილი/მოპოვებული პირადი ინფორმაცია წარმოადგენს პერსონალურ მონაცემს და დაცულია კანონით. კომპანია არ გადასცემს მესამე მხარეს მომხმარებლის შესახებ რაიმე სახის ინფორმაციას კანონით დადგენილი საფუძვლის არსებობის გარეშე;

15.2. კომპანია მომხმარებელთან სასამართლო ან სხვა დავის წარმოქმნის შემთხვევაში, უფლებების დაცვის მიზნით, ასევე მომხმარებელთა ინტერესების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ახორციელებს მომხმარებელთან ურთიერთობის ჩაწერას და დამახსოვრებას ინტერნეტის, სატელეკომუნიკაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების საშუალებით, მათ შორის ელ–ფოსტით გამოგზავნილი წერილების და ტექსტური შეტყობინებებით საუბრების, სოციალური ქსელის თუ ბლოგის კომენტარების გზით მოგროვებული ინფორმაციის დამუშავებას;

15.3. მომხმარებელი ეთანხმება, რომ მის მიერ ამანათის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტები (პირადობა, პასპორტი, ბანკის ქვითარი, გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც გადაზიდულ ამანათთან არის დაკავშირებული) არის უტყუარი და ამ დოკუმენტების ნამდვილობაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება მომხმარებელს;

15.4. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ კომპანიამ შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს მასთან დაკავშირებული მონაცემები მათ შორის არსებული ხელშეკრულების, კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

16

მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი

16.1. მხარეთა შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე „წესების და პირობებისა“ და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

16.2. მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერ სადავო საკითხს გადაწყვეტენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, მოლაპარაკების გზით. მხარეთა შორის სადავო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავას განიხილავენ საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;

17

დამატებითი პირობები

17.1. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს ხელშეკრულების ბათილობას სრულად;

17.2. წინამდებარე ხელშეკრულების დებულებების გარდა, კომპანია მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და ევროკავშირის დირექტივებით;

17.3. კომპანია მომხმარებლის წინაშე ვალდებულია მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ სერვისებზე;

17.4. მხარეთა შორის წარმოშობილი საკითხები, რომელთა რეგულირება არ არის მოცემული ხელშეკრულებაში, გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

17.5. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ მოახდენს იმ სახელშეკრულებო დანაწესების იურიდიულ ძალაზე, რომელთა მოქმედებაც შესაძლოა გაგრძელდეს მიუხედავად ხელშეკრულების შეწყვეტისა;

17.6. მხარეთა შორის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის შეტყობინების ან/და დოკუმენტის გაგზავნა უნდა მოხდეს წერილობით ან ელექტრონული საშუალებებით, კომპანიის შემთხვევაში - ვებგვერდზე მითითებულ ელ-ფოსტაზე; მომხმარებლის შემთხვევაში - მის მიერ კომპანიისთვის გაცხადებულ რესგიტრაციისას მითითებულ ან შემდგომში განახლებულ მისამართებზე;

17.7. მხარეები თანხმდებიან, რომ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი შეტყობინებას აქვს წერილობითი შეტყობინების იურიდიული ძალა. ელექტრონულად გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება მისი გაგზავნის მომდევნო კალენდარულ დღეს.